სოციო-ეკონომიკური განვითარება – დასრულებული პროექტები

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობა მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსების, სოციალური პროექტებისა და დასაქმების პროგრამების გზით არის შესაძლებელი.

 
მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
 
 
ადაპტირებული კომპიუტერული პროგრამების, ემოციის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგ-კურსი უსინათლო პირებისთვის

დონორი: გორის მუნიციპალიტეტის მერია
დაწყების/დასრულების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2017 – 23 დეკემბერი, 2017
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი

პროექტის საერთო მიზარია შიდა ქართლის რეგიონში უსინათლო ადამიანებისთვის ადაპტირებული კომპიუტერული პროგრამების სწავლების გზით დასაქმების უნარ-ჩვევების სოციალიზაციის და განვითარების ხელშეწყობა.


საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის

დონორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივნისი, 2016 – 30 ნოემბერი, 2016
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი

პროექტის მთავარი მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა და გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობის შექმნა სასოფლო-სამეურნეო და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის გზით. პროექტის განხორციელების შედეგად, 30 დევნილი ოჯახი შეიქმნის/გაიუმჯობესებს საარსებო მდგომარეობას შემოსავლის წყაროს გაჩენის გზით, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განსახლების ადგილებზე მათ მდგრად ინტეგრაციას.


საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის

დონორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივნისი, 2016 – 30 ნოემბერი, 2016
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი

პროექტის მთავარი მიზანია შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა და გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობის შექმნა სასოფლო სამეურნეო და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის გზით. პროექტის განხორციელების შედეგად, 30 დევნილი ოჯახი შეიქმნის/გაიუმჯობესებს საარსებო მდგომარეობას შემოსავლის წყაროს გაჩენის გზით. რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განსახლების ადგილებზე მათ მდგრად ინტეგრაციას.


ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში
 
დონორი: The Federal Ministry for Economic Cooperation and Development of Germany
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2016 – 1 ივლისი, 2018
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი, კახეთი

პროექტის მიზანია იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავს ფერმერთა რეგიონული ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებისა და ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარების, კატასტროფების რისკების შემცირებისა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.


საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით

დონორი: European Commission
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2015 – 30 სექტემბერი, 2016
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი

პროექტის მთავარი ამოცანაა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით. კონკრეტულად კი, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოსა და შიდა ქართლში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის გრძლევადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობების მხარდაჭერას პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის გზით; ასევე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი მიდგომების შემუშავებას ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საკონტაქტო პირი
ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი
ელ-ფოსტა: nrevazishvili@rdfg.ge


აჭარის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებაში
 
დონორი: The United Nations Development Programme
დაწყების/დასრულების თარიღი: 11 დეკემბერი, 2014 – 10 დეკემბერი, 2015
ადგილმდებარეობა: აჭარა

პროექტის მთავარი მიზანია მდგრადი, გასაღების ბაზარზე ორიენტირებული საფერმერო საქმიანობის წახალისება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. “ENPARD აჭარა” პროექტის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარებს RDFG-მ სასოფლო სამეურნეო დანადგარებისა და აღჭურვილობის გადაცემით გაუწია დახმარება, რომლებიც მოხმარდა აჭარის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. გრანტები გათვალისწინებული იყო მოსავლის პირველადი და მეორადი გადამუშავებისთვის, ასევე ტრანსპორტირების, საბოლოო პროდუქციის წარმოებისა და მათი გასაღების ბაზრის მოძიებისთვის. შედეგი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული კოოპერატივების პროდუქტიულობისა და მარკეტინგის დონის ამაღლება და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბება ქვეყნის მასშტაბით ადვილი რეპლიკაციისთვის.

საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შიდა ქართლში
 
დონორი: German Embassy in Tbilisi
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივლისი, 2014 – 31 დეკემბერი, 2014
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი

პროექტის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება დასაქმების, თვით-უზრუნველყოფის, საარსებო წყარეობისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით. აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნა პროფესიული გადამზადების ტრენინებზე ხემისაწვდომობის გაუმჯობესების, შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული აქტივობებისა განხორციელებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების გზით.


აჭარის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებაში
 
დონორი: The United Nations Development Programme
დაწყების/დასრულების თარიღი: 12 დეკემბერი, 2013 – 12 დეკემბერი, 2014
ადგილმდებარეობა: აჭარა

პროექტის მთავარი მიზანია მდგრადი, გასაღების ბაზარზე ორიენტირებული საფერმერო საქმიანობის წახალისება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. “ENPARD აჭარა” პროექტის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარებს RDFG გრანტის სახით გაუწევს დახმარებას, რომლებიც მოხმარდება აჭარის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. გრანტები გათვალისწინებულის მოსავლის პირველადი და მეორადი გადამუშავებისთვის,ასევე ტრანსპორტრების,საბოლოო პროდუქციის წარმოებისა და მათი გასაღების ბაზრის მოძიებისთვის.

საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


ბუნებრივი საფრთხეების მიმართ აფხაზეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თემის მედეგობის გაძლიერება

დონორი: Action Against Hunger
დაწყების/დასრულების თარიღი: 15 ივლისი, 2013 – 5 აგვისტო, 2013
ადგილმდებარეობა: სამეგრელო-ზემო სვანეთი

პროექტი მიზნად ისახავდა ცხრადღიან ტრენინგს საძიებო და სამაშველო ოპერაციების შესახებ და სიმულაციებისა და ევაკუაციის წვრთნების ჩატარებას ACF-ის ბენეფიციარებისათვის რვა სამიზნე თემში, სანაგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდის ჩამოყალიბების მიზნით. ასევე, RDFG-ის DRR ცენტრმა ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა ადგილობრივ თემს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმისა და სკოლის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შექმნაში, რომელიც მოიცავდა საევაკუაციო გეგმებს, ასევე აფხაზეთისა და სვანეთის სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების გაძლიერებას საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში.

საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე.
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


კახეთში ფერმერთა ხელშეწყობა, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა
 
დონორი: World Vision International in Georgia
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 დეკემბერი, 2011 – 10 აპრილი, 2012
ადგილმდებარეობა: კახეთი

RDFG -ისა და World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად პროექტის ბენეფიციარი ფერმერებისა და ადგილობრივი სკოლების იდენტიფიცირებისათვის შეფასების ჩატარებას. შერჩეული ბენეფიციარებისთვის RDFG -იმ ჩაატარა ტრენინგები სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის საკითხებზე. ასევე, მოეწყო ვიზიტი კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფერმერებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის RDFG -ის სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში, სადაც გაიმართა დისკუსია ასოციაციისა და World Vision – ის ბენეფიციარებს შორის. RDFG -ის ფერმერთა საველე სკოლის სპეციალისტებმა კახეთის ფერმერებს ჩაუტარეს კვალიფიკაციის ამაღლების ტენინგები სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობისა და გამართული ფუნქციონირების საკითხებზე და დაეხმარნენ მათ სკოლებს ბოსტნეულის სეზონური გამოფენა-გაყიდვების მოწყობაში.

საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

დონორი: The Federal Ministry for Economic Cooperation and Development of Germany
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ნოემბერი, 2011 – 28 თებერვალი, 2014
ადგილმდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი

პროექტის პირველი ფაზის ზოგადი მიზანი იყო იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავდა ფერმერთა რეგიონული ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების შექმნას, ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარებას, კატასტროფების რისკების შემცირებასა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.


იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარების ინიციატივები
 
დონორი: The United Nations World Food Programme
დაწყების/დასრულების თარიღი: 15 ივლისი, 2011 – 30 ნოემბერი, 2011
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი

პროექტის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და მასპინძელი თემებისთვის სასურსათო უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროების გაძლიერება/უზრუნველყოფა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორის შესახებ ტრენინგებისა და კონსულტაციების გაწევის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოკოს, მზის საშრობებისა და ვერტიკალური მეურნეობის ფერმები. ასევე, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა ერთი სათბური.


იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა (მეორე წელი, მეორე ფაზა)
 
დონორი: United Nations High Commissioner for Refugees
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივნისი, 2011 – 31 დეკემბერი, 2011
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი

პროექტის მიზანი იყო სამიზნე თემისთვის კომპიუტერის სწავლების შეთავაზება, მათი დასაქმების საშუალებების, შემოსავლის წყაროების, განათლებისა და თვით-მედეგობის გაზრდა დისტანციური სწავლებასთან წვდომის გაუმჯობესების, პროფესიული სწავლების, შემოსავლის მომტანი აქტივობების ინიცირებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კომპიუტერის საბაზო ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგი სამიზნე ბენეფიციარებისთვის ცხრა ცენტრში SCS / CTA; დისტანციური სწავლებისა და პროფესიული ტრენინგების შეთავაზება; მეწარმეობის უნარების განვითარება და სამუშაო საშუალებების გაუმჯობესება. ასევე, ვებ პორტალის www.idpclub.ge – ის შენახვა და ადმინისტრირება.


იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გაწეული ხარჯების ანაზღაურება
 
დონორი: The United Nations Food & Agriculture Organization
დაწყების/დასრულების თარიღი: 18 მარტი, 2011 – 18 ივნისი, 2011
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი

პროექტის მიზანი იყო სამიზნე თემებისთვის კომპიუტერის სწავლების უზრუნველყოფა, მათი დასაქმების შესაძლებლობების დივერსიფიკაცია, შემოსავლის წყაროების, განათლებისა და თვით-მედეგობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასთან წვდომის გაუმჯობესების, პროფესიული სწავლების, შემოსავლის წყაროების გაზრდის ინიცირებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კომპიუტერის საბაზისო ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგი სამიზნე ბენეფიციარებისთვის ცხრა სათემო ცენტრში; დისტანციური სწავლებისა და პროფესიული ტრენინგების შეთავაზება; მეწარმეობის უნარების განვითარება დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ასევე, ვებ პორტალის www.idpclub.ge – ის ადმინისტრირება და ტექნიკური მომსახურეობა.


ტრენინგი კახეთის ფერმერთათვის აგრონომიის საკითზებზე
 
დონორი: World Vision International in Georgia
დაწყების/დასრულების თარიღი: 10 თებერვალი, 2011 – 30 ივნისი, 2011
ადგილმდებარეობა: კახეთი

RDFG-ის გაუფორმდა კონტრაქტი აგრონომებისა და ადგილობრივი ფერმერებისათვის ორდღიანი ტრენინგის ჩასატარებლად ბიო და ტრადიციული მევენახეობისა და მემინდვრეობის საკითხებზე. ასევე, RDFG -ის კონსულტანტი ეწვია თორმეტ სამიზნე თემს და კონსულტაცია გაუწია ბენეფიციარ ფერმერებს.

საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური გაძლიერება სასათბურე მეურნეობის განვითარების მეშვეობით
 
დონორი: Heifer International in Georgia
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2011 – 31 დეკემბერი, 2013
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი

პროექტის ძირითადი მიზანი იყო 2008 წლის კონფლიქტით დაზარალებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აშენდა სამი სათბური, რომლებიც, ამავდროულად, წარმოადგენს თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიების სადემონსტრაციო ნაკვეთს ასოციაციის ფერმერთა საველე სკოლების ფარგლებში. ფერმერთა საველე სკოლები საშუალებას აძლევს პროექტის ბენეფიციარ ფერმერებს გაიუმჯობესონ უნარები თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებში ტრენინგების, აგრო სერვისების, სადემონსტრაიო ღონისძიებების და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით პროექტის სამ სოფელში. პროექტის ფარგლებში ცხრაას ბენეფიციარს დაურიგდა მაღალი და ადრეული მოსავლიანობის პომიდვრის ჩითილები.

საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge