მშვიდობის მშენებლობა – დასრულებული პროექტები

კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან მუშაობა მშვიდობისა და მეგობრობის დასამყარებლად, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხთა შორის სოციალური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები. იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, RDFG თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ამ ადამიანებმა ეკონომიკური გაძლიერების შედეგად შეძლონ ოჯახებზე ზრუნვა, ძლიერი, ინტეგრირებული თემის შექმნა.

 

ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში
 
დონორი: The Federal Ministry for Economic Cooperation and Development of Germany
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2016 – 1 ივლისი, 2018
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი, კახეთი
 
პროექტის მიზანია იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავს ფერმერთა რეგიონული ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებისა და ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარების, კატასტროფების რისკების შემცირებისა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.


საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით
 
დონორი: European Commission
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2015 – 30 სექტემბერი, 2016
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის მთავარი ამოცანაა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით. კონკრეტულად კი, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოსა და შიდა ქართლში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის გრძლევადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობების მხარდაჭერას პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხემისაწვდომობის გზით; ასევე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი მიდგომების შემუშავებას ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.


იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შიდა ქართლში
 
დონორი: German Embassy in Tbilisi
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივლისი, 2014 – 31 დეკემბერი, 2014
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება დასაქმების, თვით-უზრუნველყოფის, საარსებო წყარეობისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით. აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნა პროფესიული გადამზადების ტრენინებზე ხემისაწვდომობის გაუმჯობესები, შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული აქტივობებისა განხორციელებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების გზით.
 
საკონტაქტო პირი
ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი
ელ-ფოსტა: nrevazishvili@rdfg.ge


სამოქმედო სივრცის/სოციალური სათემო ცენტრების შექმნა
 
დონორი: Save the Children International
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 დეკემბერი, 2013 – 30 აპრილი, 2014
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი

პროექტის მიზანი იყო ომის შედეგად დაზარალებული და ე.წ. საქართველო-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის დაცვა და მათთვის ინტეგრაციის პერსპექტივების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად შემუშავდა შემდეგი მიდგომები:

  1. სოციალური დაცვის მექამიზმები, როგორებიცაა მოსახლეობის ფსიქო-სოციალური და რეფერალური მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირებისა დ მასპინძელი თემის წარმომადგენლებისთვის
  2. იძულებით გადაადგულებური პირების და მასპინძელი თემის წარმომადგენლების მზაობის გაზრდა თემის მოწყვლადი მაცხოვრებლების დასახმარებლად
  3. მთავრობის პასუხისმგებლობის გაძლიერება იძულებით გადაადგილებული პირების და მასპინძელი თემის მოწყვლადი წევრების წინაშე.

ბუნებრივი საფრთხეების მიმართ აფხაზეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თემის მედეგობის გაძლიერება
 
დონორი: Action Against Hunger
დაწყების/დასრულების თარიღი: 15 ივლისი, 2013 – 5 აგვისტო, 2013
ადგილმდებარეობა: სამეგრელო-ზემო სვანეთი
 
პროექტი მიზნად ისახავდა ცხრა დღიან ტრენინგს საძიებო და სამაშველო ოპერაციების შესახებ და სიმულაციებისა და ევაკუაციის წვრთნების ჩატარებას ACF -ის ბენეფიციარებისათვის რვა სამიზნე თემში სანაგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდის ჩამოყალიბების მიზნით. ასევე, RDFG DRR ცენტრმა ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა ადგილობრივ თემს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმისა და სკოლის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შექმნაში, რომელიც მოიცავდა საევაკუაციო გეგმებს, ასევე აფხაზეთისა და სვანეთის სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების გაძლიერებას საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში.
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე.
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
 
დონორი: The Federal Ministry for Economic Cooperation and Development of Germany
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ნოემბერი, 2011 – 28 თებერვალი, 2014
ადგილმდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი
 
პროექტის პირველი ფაზის ზოგადი მიზანი იყო იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავდა ფერმერთა რეგიონალური ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების შექმნას, ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარებას, კატასტროფების რისკების შემცირებასა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.


იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარების ინიციატივები
 
დონორი: The United Nations World Food Programme
დაწყების/დასრულების თარიღი: 15 ივლისი, 2011 – 30 ნოემბერი, 2011
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი
 
პროექტის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და მასპინძელი თემებისთვის სასურსათო უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროების გაძლიერება/უზრუნველყოფა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორის შესახებ ტრენინგებისა და კონსულტაციების გაწევის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოკოს, მზის საშრობებისა და ვერტიკალური მეურნეობის ფერმები. ასევე, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა ერთი სათბური.


იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა (მეორე წელი, მეორე ფაზა)
 
დონორი: United Nations High Commissioner for Refugees
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივნისი, 2011 – 31 დეკემბერი, 2011
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის მიზანი იყო სამიზნე თემისთვის კომპიუტერის სწავლების შეთავაზება, მათი დასაქმების საშუალებების,შემოსავლის წყაროების, განათლებისა და თვით-მედეგობის გაზრდა დისტანციური სწავლებასთან წვდომის გაუმჯობესების, პროფესიული სწავლების, შემოსავლის მომტანი აქტივობების ინიცირებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კომპიუტერის საბაზო ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგი სამიზნე ბენეფიციარებისთვის ცხრა ცენტრში SCS / CTA; დისტანციური სწავლებისა და პროფესიული ტრენინგების შეთავაზება; მეწარმეობის უნარების განვითარება და სამუშაო საშუალებების გაუმჯობესება. ასევე, ვებ პორტალის www.idpclub.ge – ის შენახვა და ადმინისტრირება.


იძულებით გადაადგილებულ პრითათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გაწეული ხარჯების ანაზღაურება
 
დონორი: The United Nations Food & Agriculture Organization
დაწყების/დასრულების თარიღი: 18 მარტი, 2011 – 18 ივნისი, 2011
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი
 
პროექტის მიზანი იყო სამიზნე თემებისთვის კომპიუტერის სწავლების უზრუნველყოფა, მათი დასაქმების შესაძლებლობების დივერსიფიკაცია, შემოსავლის წყაროების, განათლებისა და თვით-მედეგობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასთან წვდომის გაუმჯობესების, პროფესიული სწავლების, შემოსავლის წყაროების გაზრდის ინიცირებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კომპიუტერის საბაზისო ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგი სამიზნე ბენეფიციარებისთვის ცხრა სათემო ცენტრში; დისტანციური სწავლებისა და პროფესიული ტრენინგების შეთავაზება; მეწარმეობის უნარების განვითარება დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ასევე, ვებ პორტალის www.idpclub.ge – ის ადმინისტრირება და ტექნიკური მომსახურეობა.
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური გაძლიერება სასათბურე მეურნეობის განვითარების მეშვეობით
 
დონორი: Heifer International in Georgia
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2011 – 31 დეკემბერი, 2013
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის ძირითადი მიზანი იყო 2008 წლის კონფლიქტით დაზარალებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აშენდა სამი სათბური, რომლებიც, ამავდროულად, წარმოადგენს თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიების სადემონსტრაციო ნაკვეთს ასოციაციის ფერმერთა საველე სკოლების ფარგლებში. ფერმერთა საველე სკოლები საშუალებას აძლევს პროექტის ბენეფიციარ ფერმერებს გაიუმჯობესონ უნარები თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებში ტრენინგების, აგრო სერვისების, სადემონსტრაიო ღონისძიებების და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით პროექტის სამ სოფელში. პროექტის ფარგლებში ცხრაას ბენეფიციარს დაურიგდა მაღალი და ადრეული მოსავლიანობის პომიდვრის ჩითილები.