მოქალაქეთა ინტერესების დაცვა – მიმდინარე პროექტები

ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაზრდა საკუთარი უფლებების ადვოკატირებასა და ინტერესების დაცვაში, რაც ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. RDFG იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რათა გააუმჯობესოს შესაძლებლობები სოციალური კაპიტალის შესაქმნელად და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება.

 
მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
 
 
ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის

დონორი: ვიშეგრადის ფონდი
დაწყების/დასრულების თარიღი: სექტემბერი, 2019 – აპრილი, 2020
ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

პროექტის მიზანია თეთრიწყაროს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, ბუნების დაცვის გზით, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმისგან ეკონომიკური სარგებლის გაზრდის მიზნით. პროექტი აუმჯობესებს ადგილობრივ განვითარების ჩარჩოს, მხარს უჭერს რა თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად საჭირო სამოქმედო გეგმის დაწერაში.

მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება წარმატების ისტორიების მაგალითების დანახვა, ასევე, ადგილობრივი ექსპერტების მიერ შთაგონება. ვიშეგრადის ქვეყნებს, რომლებსაც ასევე აქვთ საბჭოთა მმართველობის პერიოდი გამოვლილი, შეუძლიათ რელევანტური გამოცდილების გაზიარება თუ როგორ შეუძლია ბუნების დაცვას ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის გზით. თეთრიწყარო და მისი მაცხოვრებლები მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ აღნიშნულიდან. თავის მხრივ, ვიშეგრადის მოქალაქეებიც მიიღებენ პროექტის პარტნიორების მიერ გაზიარებულ ინფორმაციას.

პროექტი არის ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შემავსებელი კომპონენტი.

პროექტის პარტნიორები: Fórum Ochrany Přírody / ბუნების დაცვის ფორუმი, Cz&K Consulting Ltd., Nadácia Ekopolis / ფონდი ეკოპოლისი

საკონტაქტო პირი
სამანტა გათრი
ელ-ფოსტა: sguthrie@rdfg.ge

ვრცელი ინფორმაცია ვიშეგრადის ფონდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.visegradfund.org ან აქ: www.visegrad.fund


კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში
 
დონორი: გერმანიის გარემოს სააგენტო
დაწყების/დასრულების თარიღი: დეკემბერი, 2017 – ოქტომბერი, 2019
ადგილმდებარეობა: საქართველო, სომხეთი
 
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო პროექტში „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში არსებული შესაბამისი უფლებამოსილი სააგენტოებისა და სამრეწველო კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას ინდუსტრიული ავარიებით, მათ შორის კუდსაცავებიდან გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესებისა და სამრეწველო კომპანიების მზადების დონის გაზრდის კუთხით.
 
პროექტის პირველ ეტაპზე, ჩატარებულ იქნა კვლევა და შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოში კუდსაცავების მართვასთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობის ანალიზი.“ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეკომენდაციის სახით მომზადდა კუდსაცავების მართვის ნორმატიული აქტის ნიმუში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვისაც. პროექტის ფარგლებში ასევე შესწავლილ იქნა იმერეთის რეგიონში, მდინარე ყვირილას აუზის მდგომარეობა, რაზე დაყრდნობითაც შემუშავდა დოკუმენტი „მდინარე ყვირილას აუზის წყლის ხარისხობრივი მდგომარეობისა და დაბინძურების პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციები“. აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) წყლისა და სამრეწველო ავარიების შესახებ გაერთიანებულ ექსპერტთა დროებითი ჯგუფის (JEG – Joint Ad Hoc Expert Group on Water and Industrial Accidents) წევრებსა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს.
 
პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელშიც სომხეთის მხრიდან წარმოდგენილია სამეცნიერო ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია „Eco Peace” და საქართველოს მხრიდან ჩვენი ორგანიზაცია – ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება ,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიასა და ცენტრალი აზიის ქვეყნებში გერმანიის ფედერალური გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში.
 
საქართველოს მხრიდან პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე ისეთ სამთო-მომპოვებით კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა “შპს ჯორჯიან მანგანეზი” და “არემჯი” (RMG).
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე.
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge
 
ქეთი გლოველი – პროექტის ასისტენტი, RDFG
ელ-ფოსტა: kgloveli@rdfg.ge


სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
 
დონორი: ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD II 
დაწყების/დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2016 – სექტემბერი, 2020 
ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 
 
„სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტი ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
 
საკონტაქტო პირი
ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი
ელ-ფოსტა: nrevazishvili@rdfg.ge