მოქალაქეთა ინტერესების დაცვა – დასრულებული პროექტები

ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაზრდა საკუთარი უფლებების ადვოკატირებასა და ინტერესების დაცვაში, რაც ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. RDFG იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რათა გააუმჯობესოს შესაძლებლობები სოციალური კაპიტალის შესაქმნელად და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება.

 
მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
 
 
ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში
 
დონორი: The Federal Ministry for Economic Cooperation and Development of Germany
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2016 – 1 ივლისი, 2018
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი, კახეთი
 
პროექტის მიზანია იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავს ფერმერთა რეგიონული ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებისა და ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარების, კატასტროფების რისკების შემცირებისა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.


სამოქმედო სივრცის/სოციალური სათემო ცენტრების შექმნა
 
დონორი: Save the Children International
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 დეკემბერი, 2013 – 30 აპრილი, 2014
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის მიზანი იყო ომის შედეგად დაზარალებული და ე.წ. საქართველო-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის დაცვა და მათთვის ინტეგრაციის პერსპექტივების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად შემუშავდა შემდეგი მიდგომები:

  1. სოციალური დაცვის მექამიზმები, როგორებიცაა მოსახლეობის ფსიქო-სოციალური და რეფერალური მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირებისა დ მასპინძელი თემის წარმომადგენლებისთვის
  2. იძულებით გადაადგულებური პირების და მასპინძელი თემის წარმომადგენლების მზაობის გაზრდა თემის მოწყვლადი მაცხოვრებლების დასახმარებლად
  3. მთავრობის პასუხისმგებლობის გაძლიერება იძულებით გადაადგილებული პირების და მასპინძელი თემის მოწყვლადი წევრების წინაშე.