გენდერული თანასწორობა – დასრულებული პროექტები

სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა გენდერული საკითხების წინ წამოსაწევად ინტერვენციის დიზაინის, დაგეგმვისა და შეფასების პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე საკანონმდებლო დონეზე. RDFG თანაბარ საშუალებას აძლევს ქალებს, მამაკაცებს, გოგონებსა და ბიჭებს ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში და სარგებელი მიიღონ მათგან.

 
მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
 
 
იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შიდა ქართლში
 
დონორი: German Embassy in Tbilisi
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივლისი, 2014 – 31 დეკემბერი, 2014
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება დასაქმების, თვით-უზრუნველყოფის, საარსებო წყარეობისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით. აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნა პროფესიული გადამზადების ტრენინებზე ხემისაწვდომობის გაუმჯობესების, შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული აქტივობებისა განხორციელებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების გზით.


იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა (მეორე წელი, მეორე ფაზა)
 
დონორი: United Nations High Commissioner for Refugees
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივნისი, 2011 – 31 დეკემბერი, 2011
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის მიზანი იყო სამიზნე თემისთვის კომპიუტერის სწავლების შეთავაზება, მათი დასაქმების საშუალებების, შემოსავლის წყაროების, განათლებისა და თვით-მედეგობის გაზრდა დისტანციური სწავლებასთან წვდომის გაუმჯობესების, პროფესიული სწავლების, შემოსავლის მომტანი აქტივობების ინიცირებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კომპიუტერის საბაზო ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგი სამიზნე ბენეფიციარებისთვის ცხრა ცენტრში SCS / CTA; დისტანციური სწავლებისა და პროფესიული ტრენინგების შეთავაზება; მეწარმეობის უნარების განვითარება და სამუშაო საშუალებების გაუმჯობესება. ასევე, ვებ პორტალის www.idpclub.ge – ის შენახვა და ადმინისტრირება.