ახალგაზრდების ჩართულობა – დასრულებული პროექტები

ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რაც მათი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თემის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას ემსახურება. RDFG-ს პროექტები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ ცოდნა და უნარები, რომელებიც დაეხმარება მათ გახდნენ აქტიური მოქალაქეები და ჩაერთონ სამოქალაქო საქმიანობაში.

 
მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
 
 

ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში
 
დონორი: The Federal Ministry for Economic Cooperation and Development of Germany
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 იანვარი, 2016 – 1 ივლისი, 2018
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი, კახეთი
 
პროექტის მიზანია იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავს ფერმერთა რეგიონული ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებისა და ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარების, კატასტროფების რისკების შემცირებისა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.


იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შიდა ქართლში
 
დონორი: German Embassy in Tbilisi
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ივლისი, 2014 – 31 დეკემბერი, 2014
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი
 
პროექტის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება დასაქმების, თვით-უზრუნველყოფის, საარსებო წყარეობისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით. აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნა პროფესიული გადამზადების ტრენინებზე ხემისაწვდომობის გაუმჯობესების, შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული აქტივობებისა განხორციელებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების გზით.


კახეთში ფერმერთა ხელშეწყობა, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა
 
დონორი: World Vision International in Georgia
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 დეკემბერი, 2011 – 10 აპრილი, 2012
ადგილმდებარეობა: კახეთი
 
RDFG -ისა და World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად პროექტის ბენეფიციარი ფერმერებისა და ადგილობრივი სკოლების იდენტიფიცირებისათვის შეფასების ჩატარებას. შერჩეული ბენეფიციარებისთვის RDFG -იმ ჩაატარა ტრენინგები სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის საკითხებზე. ასევე, მოეწყო ვიზიტი კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფერმერებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის RDFG -ის სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში, სადაც გაიმართა დისკუსია ასოციაციისა და World Vision – ის ბენეფიციარებს შორის. RDFG -ის ფერმერთა საველე სკოლის სპეციალისტებმა კახეთის ფერმერებს ჩაუტარეს კვალიფიკაციის ამაღლების ტენინგები სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობისა და გამართული ფუნქციონირების საკითხებზე და დაეხმარნენ მათ სკოლებს ბოსტნეულის სეზონური გამოფენა-გაყიდვების მოწყობაში.
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
 
დონორი: The Federal Ministry for Economic Cooperation and Development of Germany
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ნოემბერი, 2011 – 28 თებერვალი, 2014
ადგილმდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი
 
პროექტის პირველი ფაზის ზოგადი მიზანი იყო იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავდა ფერმერთა რეგიონული ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების შექმნას, ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარებას, კატასტროფების რისკების შემცირებასა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.