რას ვაკეთებთ

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობა მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსების, სოციალური პროექტებისა და დასაქმების პროგრამების გზით არის შესაძლებელი.
 
კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან მუშაობა მშვიდობისა და მეგობრობის დასამყარებლად, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხთა შორის სოციალური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები. იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, RDFG თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ამ ადამიანებმა ეკონომიკური გაძლიერების შედეგად შეძლონ ოჯახებზე ზრუნვა, ძლიერი, ინტეგრირებული თემის შექმნა.
 
ადგილობრივ თემებთან მუშაობა, რათა მათ გამოიმუშავონ ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული საფრთხის გამკლავებისათვის საჭირო უნარები. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგიული და სისტემური მიდგომების დანერგვა ქვეყნის რეგიონალურ და ცენტრალურ დონეზე.
 
ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაზრდა საკუთარი უფლებების ადვოკატირებასა და ინტერესების დაცვაში, რაც ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. RDFG იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რათა გააუმჯობესოს შესაძლებლობები სოციალური კაპიტალის შესაქმნელად და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება.
 
სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა გენდერული საკითხების წინ წამოსაწევად ინტერვენციის დიზაინის, დაგეგმვისა და შეფასების პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე საკანონმდებლო დონეზე. RDFG თანაბარ საშუალებას აძლევს ქალებს, მამაკაცებს, გოგონებსა და ბიჭებს ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში და სარგებელი მიიღონ მათგან.
 
ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რაც მათი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თემის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას ემსახურება. RDFG-ს პროექტები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ ცოდნა და უნარები, რომელებიც დაეხმარება მათ გახდნენ აქტიური მოქალაქეები და ჩაერთონ სამოქალაქო საქმიანობაში.
 
ინვესტირების წახალისება ინოვაციურ ტექნოლოგიებში. RDFG მხარს უჭერს ინოვაციებს კაპიტალდაბანდებაში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, საზოგადოების ჩართულობის მეთოდებისა და საგანმანათლებლო ტექნიკების განვითარებაში. ასოციაცია ასევე მხარს უჭერს ინოვაციურ მიდგომებს სახელმწიფო მმართველობის, ინფორმაციისა და კრიზისის მენეჯმენტის სფეროებში.