ENPARD თეთრიწყარო

სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

 

პროექტის შესახეგ

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში პროექტის განხორციელებას იწყებს. „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ – ასე ეწოდება ოთხწლიან პროექტს, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროქეტის ბიუჯეტი 2.4 მილიონ ევროს შეადგენს.

ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მონდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე „ადგილობრივი განვითარების ჯგუფები“ იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
დამატებითი ინფორმაციისათვის ENPARD-ის პროექტთან დაკავშირებთ გთხოვთ ეწვიოთ www.enpard.ge.