დასაქმების პროგრამა

დასაქმების პროგრამა

 

პროექტის შესახებ

Employment Shuttle ეს არის დასაქმების პროგრამა, რომელიც აერთიანებს 20 აქტიურ და მოტივირებულ სამუშაოს მაძიებელს, რომლებიც მენტორის დახმარებით ერთიან გუნდად მუშაობენ, რათა მოხდეს თითოეული წევრის ინტეგრაცია შრომით ბაზარზე. Employment Shuttle ეხმარება უმუშევარ დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და შრომით ინკლუზიაში, კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარების განვითარებაში.

პროგრამა Employment Shuttle საქართველოში პირველად 2015 წელს, პროექტ LIFE Georgia-ს ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. 2016 წლის სექტემბერში პროექტის დასრულების შემდეგ, 40-დან 27 ბენეფიციარი დასაქმდა, 13-მა კი სწავლა განაგრძო.
 

ვიდეო დასაქმების პროგრამის შესახებ