ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში

 

პროექტის შესახებ

პროექტის მიმართულია ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისაკენ იძულებით გადაადგილებულ ფერმერებით დასახლებულ თემებში და სამმხრივ მიდგომას ითვალისწინებს. პროექტის გუნდი მუშაობს სიღარიბეს შემცირებასა და სოციალურ ჩართულობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საარსები წყაროების გაუმჯობესებაზე და ახალგაზრდობის ჩართულობაზე.

მიზანია იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავს ფერმერთა რეგიონული ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებისა და ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარების, კატასტროფების რისკების შემცირებისა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

სადემინსტრაციო ნაკვეთები და ფერმერთა რეგიონალური საინფომრაციო ცენტრი

იძულებით გადაადგილებულ პირები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობას იღებს სპეციალიზირებულ ტრენინგებში, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბიზნესის მართვას და ღირებულებითი ჯაჭვის ოპერაციებს. მიზნობრივი ჯგუფის წევრებს საშუალება ეძლევად ძარადგინონ თავიანთი ბიზნეს იდეა და მიიღონ დაფინანსება სასოფლო სამეურნეო საქმინობის გასამართად.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების მიზანია სკოლის უფორს კლასელ ახალგაზრდებში ლიდერობის უნარების, თანამედროვე სოსოფლო სამეურნოე ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო ჩართულობის უნარების გადაცემას. პროექტი ემსაურება ახალგაზრდებისათვის სტიმულების შექმნას არ დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და არ განიხილონ დიდ ქალაქებში თავიანთი მომავლის პოვნა ერთადერთ ალტერნატივად. კლუბების საშუალებით ახალგაზრდებს მიეცემა საშუალება სამოქალაქო აქტივობების, მეწარმეობის და ადგილობრივი თემების პრობლემების გადაჭრის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მიღება.

სადემონსტრაციო სოფელი

RDFG სახელმწიფოსგან მიიღებს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ქვემო ქართლში სადაც მოეწყობა სადემონსტრაციო სოფელი. აქ მოხდება სხვადასხვა სახის თანამედროვე სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიებით შექმნილი მეურნეობების, სოფლად ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტრირება. ამ საქმიანობაში აქტიურად ჩართულები იქნებიან ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების მონაწილე ახალგაზრდობა.

სადემონსტრაციო ნაკვეთებთან ერთად, RDFG შექმნის ფერმერთა რეგიონალურ საინფომრაციო ცენტრს, რომელიც მოემსახურება ცოდნისა და უნარების გადაცემაში, ინფომრაციის მიღებაში და სხვა ფერმერთა შორის საქმიანი კავშრების დამყარებაში.