მერსი ქორფსი – კატასტროფების რისკის შემცირება

მერსი ქორფსი – კატასტროფების რისკის შემცირება

 

პროექტის შესახებ

RDFG-ს კატასტროფის რისკების შემცირების ცენტრი (DRR Center) ორგანიზაცია Mercy Corps-თან ერთად მუშაობს ოთხთვიან პროექტზე “კატასტროფის რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფებისა და ადგილობრივი საკონტაქტო პირების/კოორდინატორების უნარების გაძლიერება“. პროექტი Mercy Corps-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში (ALCP) ხორციელდება და საგანგებო სიტუაციების რისკების შემცირების მიზნით, ქვემო ქართლისა და აჭარის 11 მუნიციპალიტეტის გაძლიერებასა და გადამზადებას ითვალისწინებს. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ჩართულობით.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმოადგენენ: ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტები, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში: ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები. პროექტში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

  1. საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში მოქმედი პოლიტიკის და საკანონმდებლო ბაზის მოკლე მიმოხილვის მომზადება. აღსანიშნავია, რომ ჩარჩო პროგრამის (ALCP-ის) ფოკუსიდან გამომდინარე მიმოხილვაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირუტყვის დაავადებებით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედ რეგულაციებსა და პრევენციის/მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებების მარეგულირებელ კანონდებლობას. აღნიშნული მიმოხილვა გადაეცემა სამიზნე მუნიციპალიტეტებს და ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მუნიციპალური სამსახურებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისათვის
  2. კატასტროფის რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფებთან და ადგილობრივ საკონტაქტო პირებთან მუშაობა, რათა დაგეგმონ და განავითარონ ეფექტური ზომები სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად, იგულისხმება ცხოველთა დაავადებებიც. RDFG-ს მიზანია აღნიშნულმა ჯგუფებმა შეაგროვონ, გააანალიზონ, გამოიყენონ და რეგულარულად განაახლონ მონაცემები და გაიაზრონ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გავრცელებას ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ფერმერებში
  3. მუნიციპალური სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების ჩატარება ზემოაღნიშნული სამუშაო ჯგუფებისა და კოორდინატორებისთვის ქვემო ქართლში (ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა) და აჭარაში (ხულო, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი, შუახევი);
  4. კატასტროფის რისკების შემცირების შესახებ გზამკვლევისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.