ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC)

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC)

 

პროექტის შესახებ

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი, ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა დაინახონ საკუთარი მომავალი სოფელში და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. ახალგაზრდები სწავლობენ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას და ეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ასევე მონაწილეობენ RDFG-ს სადემონსტრაციო ნაკვეთების განვითარებაში.

ამჟამად ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ქვემო ქართლის 4 და კახეთის 1 სკოლაში ფუნქციონირებს: კოდაში, შაუმიანში, დმანისში, წინწყაროსა და საგარეჯოში. ცენტრის წევრი ახალგაზრდები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებასა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები პროექტ EDMM-ის (2011-2014) ფარგლებში შეიქმნა, რომლის ერთ-ერთ მიზანს საარსებო წყაროების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამჟამად აღნიშნული მოდელი ჩართულია RDFG- ს ორ მიმდინარე პროექტში, EDKK-სა და ENPARD – თეთრიწყაროში.