რას ვაკეთებთ

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია, სოციალური და ეკონომიკური განვითარების გზით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი თვით-მედეგობის გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი მთავრობისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და სისტემების განვითარებასა და დაგეგმვაში. RDFG მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ჩართულობა, ინოვაციები და ადვოკატირება. ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან სერვისებისა და შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნის მიზნით, ასევე, არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩართულობისა და მათი საჭიროებების გამოვლენის უზრუნველსაყოფად.
დააჭირეთ „რას ვაკეთებთ“ რათა გაიგოთ RDFG -ის პროექტების შესახებ.

კატასტროფის რისკის შემცირება/DRR

გეოგრაფიული მდებარეობისა და კომპლექსური განლაგების გამო, საქართველო ბუნებრივი და ადამიანების მიერ გამოწვეული კატასტროფების მაღალი რისკის ქვეყანად ითვლება. ეს მოსახლეობაში დაუცველობის განცდას აჩენს და საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ქვეყნის განვითარებას.

RDFG-ს კატასროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის მიზანია გაზარდოს როგორც ბავშვების, ასევე მთლიანად თემის დაცულობა, ისეთ ადგილებში, სადაც ბუნებრივი კატასტროფების რისკი მაღალია. კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ტრენინგების ჩატარების გარდა, RDFG ორგანიზებას უწევს DRR კლუბებს. ახალგაზრდები, რომლებიც აღნიშნული კლუბების წევრები არიან, მონაწილეობენ ბუნებრივი კატასროფებისათვის მზაობისა და მობილიზაციის აქტივობებში თავიანთ სკოლებსა და თემებში.
წაიკითხეთ მეტი DRR – ის შესახებ

მშვიდობის მშენებლობა

ქართველმა ხალხმა საკუთარი ძალა და სიმტკიცე არაერთხელ გამოავლინა, მათ შორის, საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპაციისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს. RDFG-ის მშვიდობის მშენებლობის პროექტები კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად და მიმართულია ადამიანებს შორის მშვიდობის, მეგობრობის და ურთიერთგაგების დამყარებისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხთა შორის სოციალური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები. იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით RDFG თანამშრომობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა იძულებით გადაადგილებუმა პირებმა ეკონომიკური გაძლიერების შედეგად შეძლონ ოჯახებზე ზრუნვა და ძლიერი, ინტეგრირებული თემის შექმნა.
წაიკითხეთ მეტი მშვიდობის მშენებლობის შესახებ

სოციო-ეკონოკიმური განვითარება

საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ინვესტირება, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა და ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურება სხვადასხვა სფეროში.

RDFG სწორედ აღნიშნული მიმართლებით მუშაობს და თავისი საქმიანობით ცდილობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის უკეთესი სოციო-ეკონომიკური პირობების შექმნას, რაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსების, სოციალური პროექტებისა და დასაქმების პროგრამების გზით არის შესაძლებელი.
წაიკითხეთ მეტი სოციო-ეკონოკიმური განვითარების შესახებ