მისია და ხედვა

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მუშაობს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათთვის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით და აძლიერებს ადგილობრივ მოსახლეობასა და ადგილობრივ თემებს. ჩვენი მისიაა დავიცვათ და პატივი ვცეთ ადამიანთა ღირსებას ყოველგვარი მიკერძოებისა და დისკრიმინაციის გარეშე, რასაც მდგრადი თემისა და პასუხისმგებლიანი მთავრობის არსებობით მივაღწევთ.

წესები და პროცედურები

RDFG-ს წესები და პროცედურები თანხვედრაშია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა სტანდარტებთან, უზრუნველყოფს ეფექტურ და გამჭვირვალე პარტნიორობას საერთაშორისო დონორებთან. ასოციაციის ფინანსური მართვის სისტემას პროექტების თანხებისა და ხარჯების შესახებ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნია. RDFG -ს აქვს დოკუმენტაცია, სადაც აღრიცხულია აღებული და გახარჯული თანხები, შენახულია თითოეული შესყიდვის აქტი, რომელიც ადასტურებს რომ ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ პროექტით განსაზღვრული მიზნებისთვის გაიხარჯა. ყველა შესყიდვა ხორციელდება დონორთა მიერ განსაზღვრული რეგულაციების თანახმად.