თავმჯდომარე

ვანო გრიგოლაშვილი

 
ვანომ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) 2010 წლის დეკემბერში დააფუძნა. ორგანიზაციის შექმნის მთავარი მიზანი მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და მათი განვითარების ხელშეწყობა იყო. RDFG-მ დაიწყო ზრუნვა ადამიანებისათვის უკეთესი საარსებო პირობების შექმნისათვის, განურჩევლად მათი ეროვნების, კანის ფერის, სქესის, რელიგიის თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

ვანოს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა აშშ-ს, ევროპისა და კავკასიის მასშტაბით ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა: Save the Children International, World Vision International, Oxfam GB, AED და Regional Environmental Center for Caucasus.

ამ ხნის განმავლობაში ვანომ გამოცდილება მიიღო სამოქალაქო ლიდერობის განვითარებაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვაში, საგანგებო სიტუაციების მართვასა და კატასტროფის რისკის შემცირებაში; ასევე, ადამიანის უფლებებისა და მათი საარსებო წყაროების განვითარების ხელშეწყობაში. ვანო დისტანციურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

ვანოს დამთავრებული აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფაკულტეტი. გარდა ამისა გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო კურსი და ტრენინგი ზემოხსენებულ სექტორებში.

კონტაქტი: vgrigolashvili@rdfg.ge