ზრდა

USAID-ის ზრდა პროექტი საქართველოში

 

პროექტის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს.

ზრდა მუშაობს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 70 თემში, საქართველოს ექვს რეგიონში: შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, და კახეთი (პანკისის ხეობა).

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ზრდა პროექტის ტექნიკური განხორციელების გუნდში წარმომოდგენილია ორი წევრით, რომლებიც მუშაობენ ორი სპეციფიური მიმართულებით:

საბაზრო ურთერთობები

მომხმარებლისა და მათი მოთხოვნების შესაბამისად, ზრდა პროექტი ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რათა დახმარება გაუწიოს მწარმოებლებს პროდუქციის წარმატებით გაყიდვაში. პარალელურად შეიქმნას გარკვეული სივრცე, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ მიმწოდებლების მოძიება, მათთვის სასურველი მოცულობების მიხედვით.

ახალგაზრდების ჩართულობა

ახალგაზრდების ინტეგრაციის თემა აქტუალურია პროგრამის ყველა ღონისძიებაში. – პროექტის წარმატებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სამეწარმეო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობისა და სოციალური ინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერების აღმოფხვრა.
პროექტის ფარგლებში მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ბაზარზე მოთხოვნადი და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისათვის პერსპექტიული პროფესიების შესახებ.ამას გარდა, სტაჟირების პროგრამების მეშვეობით, ზრდა მხარს უჭერს ახალგაზრდების პოტენციალის გაძლიერებას. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სტაჟიორები მიიღებენ გამოცდილებას მათ მიერ შერჩეულ სფეროში, სწავლის და პრაქტიკის მიღების შესაძლებლობის გზით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ: www.zrda.ge ან www.facebook.com/zrda.ge.