გუნდი

ნატო წაქაძე – ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი

 
ნატო RDFG-ში ორგანიზაციის დაარსების დღიდან მუშაობს. 4 წლის განმავლობაში ის დასაქმებული იყო World Vision International-ში, სადაც მის მოვალეობებში ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადება შედიოდა. გარდა ამისა, ნატოს ადგილობრივ და საერთაშორისო ააიპ-ის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

მან დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მინიჭიებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

კონტაქტი: ntsakadze@rdfg.ge


ნელი რევაზიშვილი – პროექტის მენეჯერი

 
ნელი რევაზიშვილს კარიერის განმავლობაში წარმატებით აქვს განხორციელებული ხუთზე მეტი გრძელვადიანი პროექტი. ამასთანავე, მას აქვს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. ნელის სპეციალიზაცია მოიცავს პროექტების შემუშავებისა და შეფასების, სოციალური კვლევებისა და ანალიზის, სტრატეგიების შემუშავების და მათი განახლების სფეროებს.

ნელი RDFG-ში მისი დაარსების პირველივე დღიდან მუშაობს. განვლილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პროექტებს, რომლებიც მიმართული იყო საქართველოში სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. მას ასევე აქვს ისეთ სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თბილისის მერია, გაეროს განვითარების პროგრამა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), World Vision International-ის წარმომადგენლობა საქართველოში. ის ამავდორულად უწევს კონსულტაციებს სხვადასხვა ორგანიზაციებს და ატარებს ტრენინგებს ადოკატირებისა და ახალგაზრდების განვითარების საკითხებზე.

ნელი ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის, საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და წარმატებით აქვს გავლილი ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალური კურსი თემაზე „ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტებისა და საგანგებო სიტუაციების დროს“. ის გახლავთ “სათემო ადვოკატირებისა და სამოქალაქო ჩართულობის“, „საქართველოში ახალგაზრდული კლუბების განვითარების“ და „ბიზნეს გრანტების მხარდამჭერი მექანიზმების“ სახელმძღვანელო წესების თანაავტორი და რედაქტორი.

კონტაქტი: nrevazishvili@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD – თეთრიწყარო)


რევაზ ჯაველიძე – ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი

 
რევაზ ჯაველიძე RDFG-ის 2018 წელს შემოუერთდა. მას აქვს იურისტად მუშაობის და პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ის მუშაობდა პრემიერ მინისტრის მთავარ მრჩევლად საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიაში. ასევე, ფონდში – „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ და მთავარ იურისტად. უშუალოდ RDFG-მდე კი, სამინისტროს გაუქმებადმე, ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. რევაზს აქვს მიღებული იურისტის კვალიფიკაცია და დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი. ასევე, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებების განხრით ამერიკის შეერთებულ შტატებში ლუისისა და კლარკის კოლეჯში, და მაგისტრის ხარისხი ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

კონტაქტი: rjavelidze@rdfg.ge

USAID-ის ზრდა პროექტი საქართველოში


ნინა ყუფარაძე – ადამიანური რესურსების მართვის ოფიცერი

 
ნინა RDFG-ის 2018 წლის მაისში შემოუერთდა. მას ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს. ნინა მუშაობდა HR სპეციალისტად USAID-ის სოფლის მეურნეობის პროექტისთვის AgVANTAGE. იგი იყო მთავარი HR სპეციალისტი საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვიდერ ორგანიზაციაში „საქაერონავიგაცია“. ნინა ასევე მუშაობდა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელად საერთაშორისო ასოციაციაში “NONVIOLENT PEACEFORCE”, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და მედისონ ჰოლდინგში. ნინას კომპანიებისთვის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და HR სტრატეგიების განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ნინამ დაამთავრა თბილისის თბილისის უცხო ენების სახელმწიფო ინსტიტუტი, ინგლისური ენის ფაკულტეტი და ფლობს მაგისტრის ხარისხს.

კონტაქტი: nkuparadze@rdfg.ge


ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი

 
ნინა RDFG-ის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. მას აქვს 8 წლიანი გამოცდილება მედიის, კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით. ის მუშაობდა ჟურნალისტად ქვეყნის წამყვან მედიასაშუალებებში, პასუხისმგებელი იყო ყოველდღიური ახალი ამბების, ანალიტიკური სტატიებისა და მულტიმედია კონტენტის შექმნაზე; მას უმუშავია რესპონდენტებთან საჯარო და კერძო სექტორიდან, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიტიკასთან, კლიმატურ ცვლილებებთან, გენდერულ თანასწორობასთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, განათლებასთან, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე. ის არის მნიშვნელოვანი ანალიტიკური სტატიების ავტორი. RDFG-მდე ის იყო ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სადაც PR და მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება ევალებოდა.

ნინას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციაში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში.

ამჟამად ნინა RDFG-ში კომუმუნიკაციის მიმართულებით მუშაობს. ის პასუხისმგებელია ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაზე, რომელიც თანხვედრაშია RDFG-ის მარკეტინგულ და საკომუნიკაციო საჭიროებებთან.

კონტაქტი: nkopaleishvili@rdfg.ge


სალომე მალაშხია – შესყიდვების ოფიცერი

 
სალომე RDFG-ს გუნდს ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე 2016 წლის ნოემბერში შემოუერთდა. მას ბუღალტერიის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აქვს. სალომეს დამთავრებული აქვს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. RDFG-ში დასაქმებამდე, მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში და ბადენ ვურთემბერგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჰაიდენჰაიმი, გერმანია) გაიმყარა ცოდნა ფინანსებსა და მენეჯმენტში.

2017 წლის თებერვლიდან დაინიშნა ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცრის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან მუშაობს შესყიდვების ოფიცრის პოზიციაზე. ის ახორციელებს შესყიდვებს ორგანიზაციის პროცედურებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

კონტაქტი: smalashkhia@rdfg.ge


ნათია სხვიტარიძე – ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი

 
ნათია RDFG-ის გუნდს 2018 წელს ფინანსური და ადმინისტრციული ოფიცრის პოზიციაზე შემოუერთდა. მას აქვს მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიასა და ფინანსებში, როგორც წარმოების, ისე მომსახურების სფეროში.

ნათიას აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი – ბიზნეს ადმინისტრირება (ფინანსები და საბანკო საქმე), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი – ბიზნეს ადმინისტრირება (ბუღალტერია და აუდიტი), ჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი – ბიზნეს ადმინისტრირება (საერთაშორისო ფინანსები). მას გავლილი აქვს ACCA საკვალიფიკაციო კურსის წიგნები (F1, F2, F3, F4, F5) და მინიჭებული აქვს მთავარი ბუღალტრის საგანმანათლებლო პროგრამის სერტიფიკატი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ.

კონტაქტი: nskhvitaridze@rdfg.ge


ია თედეშვილი – ფინანსური ასისტენტი

 
ია RDFG-ის გუნდს 2014 წლის ზაფხულში შემოუერთდა. სტაჟირების გავლის შემდეგ, დაინიშნა ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. მისი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავდა ოფისის ადმინისტრაციული სისტემების ჩამოყალიბებასა და მართვას, შეხვედრებისა და კონფერენციების, სასწავლო პროგრამებისა და სემინარების პროფესიონალურ დონეზე მოწყობას.

2016 წლიდან იამ შესყიდვების ოფიცრის პოზიცია დაიკავა, აწარმოებდა შესყიდვებს, ორგანიზაციის პროცედურებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად. 2017 წლიდან დაწინაურდა ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.

იას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა.

კონტაქტი: itedeshvili@rdfg.ge


შოთა კუბლაშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი

 
შოთა კუბლაშვილი RDFG-ის გუნდს 2018 წელს შემოუერთდა. შოთას აქვს საჯარო სამსახურში მუშაბის 12 წლიანი გამოცდილება იურიდიული მიმართულებით. 2 წლის განმავლობაში იკავებდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსის თანამდებობას. მისი მონაწილეობით განხორციელდა 8 საერთაშორისო პროექტი გარემოსდაცვითი საკითხების განხრით.

ამჟამად RDFG-ში ტრანსსასაზღვრო პროექტის „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ იურიუდიულ ექსპერტად მუშაობს. ასევე, USAID Zrda პროექტის ფაგრლებში, ხელმძღვანელობს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში.

შოთას მინიჭებული აქვს სამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.

კონტაქტი: skublashvili@rdfg.ge


ნათია ლობჟანიძე – ENPARD პროექტის ასისტენტი

 
ნათია RDFG-ს გუნდს როგორც სტაჟიორი 2018 წლის თებერვალში შემოუერთდა, სამთვიანი მუშაობის შემდეგ, დაწინაურდა ENPARD პროექტის ასისტენტის პოზიციაზე. ნათიას დამთავრებული აქვს ლილის კათოლიკ უნივერისიტეტის (ESPOL) სამაგისტრო პროგრამა ევროპული და გლობალური პოლიტიკისა და სასურსათო პოლიტიკის მიმართულებებით.

ნათიას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში და სამუშაო შეხვედრებში ევროპარლამენტსა და სოფლის მეურნეობის გენერალურ დირექტორატში სურსათის უვნებლობის, მდგრადობისა და სუვერენიტეტის თემატიკებზე.

კონტაქტი: nlobzhanidze@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD – თეთრიწყარო)


ირმა ქორთუა – მრჩეველი დასაქმების საკითხებში

 
ირმა RDFG-ის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. მას დასაქმების სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციის „პროფესიული გადამზადების და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელად. მისი უშუალო მართვით და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით შემუშავდა შრომის ბაზრის რეფორმის რეკომენდაციები, 10 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა გაიარა პროფესიული კურსები, ხოლო 400-ზე მეტი დასაქმდა. ჩატარებული აქვს ტრენინგები პროფორიენტაციის, სამუშაოს მოძიების, კარიერული დაგეგმვის მიმართულებით.

1998-2005 და 2009-2010 წლებში, ირმას მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით გადმზადდა ექსპერტთა ჯგუფი სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში და შემუშავდა დევნილთა დასაქმების სტრატეგია.

ირმას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (AEAG ) ჩამოყალიბებაში, ორჯერ იქნა არჩეული დირექტორთა საბჭოს წევრად. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ზრდასრულთა სწავლების სასწავლო ტურში ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. მისი ხელმძღვანელობით და უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდა კონცეფცია „ზრდასრულთა სწავლება საქართველოში“.

ირმას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, გავლილი აქვს არაფორმალური განათლების კურსები ჩატარებული ისეთი საერთაშორისო კომპანიების მიერ, როგორებიცაა FALA, FMH, ENTO, ATF Luxemburg, Counterpart International, CHF, ETI, IFC.

კონტაქტი: ikortua@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD – თეთრიწყარო)


ანანო ჩხეტიანი – დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ტრენერი

 
ანანო ჩხეტიანი RDFG-ის გუნდს 2017 წელს შემოუერთდა. სტაჟირების გავლის შემდეგ, მან დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ტრენერად დაიწყო მუშაობა. სტაჟირების განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო IFAD-ის მიერ დაფინანსებულ საველე კვლევაში, რომელიც 10 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდებოდა. გეგმავდა და ატარებდა ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფებს.

RDFG-მდე ანანოს ჰქონდა განათლების სფეროში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. 2014 წელს დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

RDFG-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ანანო გეგმავს და ატარებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტრეინინგ სესიებს სამუშაოს მაძიებლებისთვის, მათი პიროვნული და სოციალური უნარების გაძლიერების მიზნით.

კონტაქტი: achkhetiani@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD თეთრიწყარო)


ილია ბორცვაძე – თემთან თანამშრომლობის ოფიცერი

 
ილია RDFG-ის გუნდს 2017 წელს შემოუერთდა. სამთვიანი სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ, სოფლის განვითარების პროექტში თემთან თანამშრომლობის ოფიცრის პოზიციაზე დასაქმდა.

ილია წლების განმავლობაში ჩართული იყო სხვადასხვა ორგანიზაციის პროექტებში. მას სოციალური მეწარმეობის კარგი გამოცდილება აქვს.

ილიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინიჭებული აქვს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი, ასევე, არის საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი.

კონტაქტი: ibortsvadze@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD – თეთრიწყარო)


არჩილ ფოლადაშვილი – თემთან თანამშრომლობის ოფიცერი

 
არჩილს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად ახალგაზრდული მიმართულებით. RDFG-ში დასაქმებამდე აქტიურად იყო ჩართული, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა “ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” (GYE), ეუთოს დემოკრატიული ჩართულობისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE). ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის „ალტერნატიული განათლების აკადემია“ დირექტორი და დამფუძნებელი. აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან და არაფორმალური განათლების კლუბების ჩამოყალიბების გზით, ცდილობს გაზარდოს მათი, როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ცნობიერება. არჩილს აქვს სოციალური მეწარმეობის კარგი გამოცდილება, როგორც შექმნის, ისე განვითარების ყველა ეტაპზე.

არჩილს დაამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირებისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამა და ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული “ერასმუს+” პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ არაერთ ტრენინგში.

კონტაქტი: apholadashvili@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD – თეთრიწყარო)


თათია ბჟალავა – თემთან თანამშრომლობის ოფიცერი

 
თათია RDFG-ის გუნდს 2017 წლის იანვარში შემოუერთდა. მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სოფლის განვითარების, ტურიზმის, ფორმალური და არაფორმალური სწავლების განხრით. თათია ტრენერად მუშაობდა შემდეგი მიმართულებებით: მეწარმეობა, ბიზნეს გეგმის მომზადება, მარკეტინგი და გაყიდვები.

2015-2016 წლებში პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, თათია მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისის მენეჯერად პროექტში „მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობა“. მას ასევე აქვს ტურისტულ სააგენტოში რეზერვაციის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება. 2012-2013 წლებში თათია ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში ასისტენტ ლექტორის პოზიციას იკავებდა, უძღვებოდა ლექციებსა და ტრენინგებს მენეჯმენტის მიმართულებით.

თათიას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ამავე დარგში აქვს მოპოვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი.

კონტაქტი: tbzhalava@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD – თეთრიწყარო)


ანა ხუციშვილი – თემთან თანამშრომლობის ოფიცერი

 
ანა RDFG-ს გუნდს 2017 წელს თემთან თანამშრომლობის ოფიცრის პოზიციაზე შემოუერთდა. RDFG-ში მუშაობის განმავლობაში, ერთი წელი ის აქტიურად იყო ჩართული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში მენტორის პოზიციაზე. ამჟამად ანა კვლავ თემთან თანამშრომლობის ოფიცრის მოვალეობას ასრულებს.

ანას პროფესიული გამოცდილება მოიცავს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერად მუშაობას. ამასთან, აქვს პედაგოგიური გამოცდილება, იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ანას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა.

კონტაქტი: akhutsishvili@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD თეთრიწყარო)


გიორგი ახვლედიანი – თემთან თანამშრომლობისა და შესყიდვების ოფიცერი

 
გიორგი არასამთავრობო სექტორში 15 წელზე მეტია მუშაობს. RDFG-ში დასაქმებამდე, მას სხვადასხვა მენეჯერული თუ ასისტენტის პოზიციები ეკავა რიგ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია “ფონდი ახალი სიცოცხლე” და ეუთოს მისია საქართველოში. იგი იკავებდა უფროსი სპეციალისტის პოზიციას ქალაქ თელავის მერიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტში.

გიორგის დამთავრებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მალმოს უნივერსიტეტი სახელმწიფო ადმინისტრირების განხრით. მან ჩინეთში შეისწავლა ჩინეთის კომერციის სამინისტროს კანონები და რეგულაციები განვითარებადი ქვეყნებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში. მან ასევე გაიარა ვენაში IRMA-ს კურსები შესყიდვების, აქტივების მართვისა და ინვენტარიზაციის განხრით.

კონტაქტი: gakhvlediani@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD – თეთრიწყარო)


მამუკა ჯაჭვაძე – მძღოლი/ლოჯისტიკა

 
მამუკა ჯაჭვაძე RDFG-ის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. მანამდე ის ბრითიშ პეთროლეუმის SPXC-ის პროექტში მძღოლის პოზიციას იკავებდა; წლების განმავლობაში მუშაობდა პრივატ ბანკსა და VG გრუპში.

მამუკას დამთავრებული აქვს ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის ბიზნესისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამა.

ამჟამად RDFG-ში ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობს.

კონტაქტი: mjachvadze@rdfg.ge

პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD თეთრიწყარო)


ფილიპ აბუსერიძე – პროექტის ასისტენტი/მომმარაგებელი

 
RDFG-ს გუნდს როგორც მოხალისე ფილიპე 2014 წელს შემოუერთდა. ის ორგანიზაციას საერთო ადმინისტრირების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის საკითხებში ეხმარებოდა, თუმცა მალევე იქცა ორგანიზაციის თანამშრომლად და DRR (კატასტროფის რისკის შემცირება) პროექტში ჩაერთო.

ფილიპემ დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის და არაბული ქვეყნების ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიური აკადემიის საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მსოფლიო ცივილიზაციათა ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბიზნესის პოლიტიკის კურსი. მას აქვს ტურიზმის, მასმედიის, ჰუმანიტარული და განვითარების განხრით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

კონტაქტი: pabuseridze@rdfg.ge

USAID ზრდა პროექტი საქართველოში